ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საერთაშორისო ამნისტია": სუდანმა ქიმიური იარაღი გამოიყენა დარფურში


დარფურში სუდანის მთავრობას უფლებადამცველი ორგანიზაცია ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს. "საერთაშორისო ამნისტიის" ცნობით, ტოქსიკური ნივთიერებების გავლენით იქ 250-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ორგანიზაციის განცხადებით, დარფურში, ჯებელ მარას რაიონის 32 სოფელში, ადამიანებს იანვრიდან დაწყებული მხედველობის დაქვეითება, სისხლნარევი ხველა, კანის გამონაყარი და სუნთქვის პრობლემები აღენიშნებოდათ. ეს სიმპტომები-"საერთაშორისო ამნისტიის" ინფორმაციით, იმ ადამიანებს აღენიშნებოდათ, რომლებიც სუდანის მთავრობის მიერ გამოყენებული იარაღის სამიზნე გახდა.

XS
SM
MD
LG