ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივანმა კენიელებს მშვიდობისკენ მოუწოდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აფრიკულ ტურნეს განაგრძობს. ის კენიაში ჩავიდა. მისი განცხადებით კენიელებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ რათა თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩაატარონ და ამით აფრიკისთვის და მთელი მსოფლიოსთვის საუკეთესო ნიმუში შექმნან.

მან მოუწოდა კენიის ლიდერებს, რათა წინასაარჩევნო პერიოდში თავიდან აირიდონ ისეთი სისხლიანი დაპირისპირება რაც ხუთი წლის წინ მოხდა. საყოველთაო არჩევნები კენიაში მომავალი წლის მარტში ჩატარდება. 2007 წელს ბოლო არჩევნების დროს მომხდარ დაპირისპირებას 1200 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG