ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმკვლელმა ტერორისტმა მორიგი აფეთქება განახორციელა ნატოს ბაზასთან

ავღანეთში მდებარე ნატოს ბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა მორიგი აფეთქება განახორციელა. პოლიციის შეფის, გენერალ სარდარ მუჰამედ ზაზაის თქმით, ქალაქ ხოსთან მდებარე საკონტროლო პუნქტზე მომხდარ ტერორისტულ აქტს 21 ადამიანი შეეწირა და 32 დაშავდა. მსხვერპლს შორის პოლიციის ოფიცრები, კოალიციის 3 სამხედრო მოსამსახურე, თარჯიმანი, ქალები და ბავშვებიც არიან.

პასუხისმგებლობა შეტევაზე ჯერჯერობით არცერთ შეიარაღებულ დაჯგუფებას აუღია. ქალაქი ხოსი პაკისტანის ჩრდილო ვაზირისტანის რაიონს ესაზღვრება. ავღანეთის აღნიშნულ რეგიონში ყველაზე აქტიურად ალ-ყაიდასთან და თალიბანთან დაკავშირებული ჰაკანის ტერორისტული ორგანიზაცია მოქმედებს, რომლის ბაზები სავარაუდოდ ჩრდილოეთ ვაზირისტანშია განლაგებული.
XS
SM
MD
LG