ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს მიმართვა ავღანელი მეამოხეებისადმი


ორგანიზაცია მეამბოხეებს ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვიტისკენ მოუწოდებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მეამბოხეებს ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვიტისკენ მოუწოდებს. ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის განცხადებით, გასულ კვირას 48 ინციდენტში 214 ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. მისიის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ "ანტი-სამთავრობო ელემენტები" შემთხვევათა 98%-ის ინიციატორები არიან. პარასკევს, მძიმედ შეიარაღებულმა მეამბოხეებმა ქაბულის გარეუბანში ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმა მოაწყვეს. შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი. პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო, თუმცა საერთაშორისო ძალების მეთაურის, ამერიკელი გენერლის, ჯონ ალენის განცხადებით, დანაშაული ჰაკანის ქსელს მიუძღვის.
XS
SM
MD
LG