ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლო დღეებში თალიბანის მეთაურები და ავღანეთის მთავრობის მაღალჩინოსნები ერთმანეთს სულ ცოტა, ორჯერ მაინც შეხვდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას “ამერიკის ხმასთან” საუბარში ავღანეთის მთავრობის ერთ-ერთი წევრი ადასტურებს, რომელიც ანონიმურობის შენარჩუნებას ითხოვს.

საიდუმლო შეხვედრების მიზანი ავღანეთში მშვიდობის დამყარებაა. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ორივე მოლაპარაკება ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა. ანონიმური წყარო შეხვედრის დანარჩენი დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს. ავღანეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი დავა-ხან მენაპალი “ამერიკის ხმას” ეუბნება, რომ ავღანეთის მთავრობა ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებისთვის “ყველა ღონეს ხმარობს” და ცდილობს “ჩართოს ჯგუფები, რომლებიც სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის მზად არიან”.

XS
SM
MD
LG