ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანის მებრძოლები ქ. ყუნდუზში შევიდნენ


ავღანეთის ქალაქ ქალაქ ყუნდუზში დღეს დილით თალიბანის მეომრები შეიჭრნენ. ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქზე იერიში წინა ღამით დაიწყო. ადგილობრივი ოფიციალური პირები იტყობინებიან, რომ ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება პროვინციულ დედაქალაქს ოთხივე მხრიდან უტევდა. ქალაქის დასავლეთ ნაწილის მოსახლეები ყვებიან, რომ ორშაბათს დილით რომ გაიღვიძეს და სახლიდან გამოვიდნენ, ქუჩებში თალიბანის მებრძოლები დახვდათ.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა დავლათ ვაზირმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ავიაციის დახმარებით განხორციელებული კონტრ-ერიშებით ეროვნული უსაფრთხოების ძალებმა თალიბანი აიძულეს რიგ პოზიციებზე უკან დაეხია. თალიბანის პრეს-სპიკერი ზაბიჰულა მუჯიჰადი აცხადებს, რომ ავღანელებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს და რომ ისინი ყუნდუზის რამდენიმე უბანს აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG