ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ისლამურმა სახელმწიფომ" ავღანეთში მასობრივი მკვლელობა განახორციელა


ავღანეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულმა ჯგუფმა 30 სამოქალაქო პირი გაიტაცა და მოკლა.

ქვეყნის ხელისუფლება ამ ფაქტით განსაკუთრებით შეშფოთებულია იმის გამო, რომ ეს “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ავღანეთის ამ პროვინციაში, სადაც შიიტი ხაზარები ცხოვრობენ, პირველი თავდასხმაა.

თემები, რომლებიც ისლამისტების მიმართ კეთილგანწყობას იჩენენ, ძირითადად ავღანეთის აღმოსავლეთ რეგიონებში ცხოვრობენ.

ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, სამშაბათ ღამეს გატაცებული ადამიანების დახსნა უშედეგოდ სცადეს.

XS
SM
MD
LG