ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში დევნილები მთავრობის არაეფექტურობით ზარალდებიან


ავღანეთის მთავრობამ ვერ მოახერხა ქვეყნის ყველაზე მოწყვლად მოქალაქებს - იძლებით გადაადგილებულ პირებს დახმარებოდა, ამის მიზეზი ხშირად ადგილობრივი მთავრობების არაკომპეტენტურობა და კორუფციაა - ამ დასკვნას აქვეყნებს ავღანეთის რეკონსტრუქციის სპეციალური გენერალური ინსპექტორი.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის და ამერიკის განვითარების ფონდისთვის გაგზავნილ წერილში ინსპექტორი ასევე ხაზს უსვამ ავღანეთის მთავრობის შტოებს შორის კოორდინაციის ნაკლებობას.

გენერალური ინსპექტორის ოფისის მიერ ჩატარებული აუდიტის მიხედვით ავღანეთის დევნილების და რეპატრიაციის სამინისტრომ ნახევარი მილიონი აპლიკანტიდან, მხოლოდ 50 000-ისთვის შეძლო დაპირებული მიწების გადაცემა.

„საერთაშორისო ამნისტიის“მიერ მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ავღანეთში მილიონ-ორასიათასი დევნილია, იძლებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 2013 წლიდან გაორმაგდა.

XS
SM
MD
LG