ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში


ავღანეთში დღეს დილით მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქება დედაქალაქ ქაბულში მოხდა, სადაც თვითმკვლელმა თავი ავტობუსთან აიფეთქა. აფეთქებისას 14 ნეპალელი უსაფრთხოების ოფიცერი დაიღუპა, რომლებიც ქაბულში მუშაობდნენ.

რამდენიმე საათში მეორე აფეთქება გზისპირას მოხდა, რომლის დროსაც ერთ-ერთი რეგიონის საკრებულოს წევრი და მისი დაცვის თანამშრომლებიდაშავდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

XS
SM
MD
LG