ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ მძიმედ შეიარაღებულმა თალიბანის თვითმკვლელმა ამფეთქებლებმა, დასავლეთ ქაბულში, იერიში პოლიციის რაიონულ შტაბბინაზე მიიტანეს. თავდასხმას, უსაფრთხოების ძალებთან გაცხარებული ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ამბოხებულთა შეთანხმებული თავდასხმა, რომელიც შენობის შესასვლელთან თვითმკვლელის მიერ ავტომანქანის აფეთქებით დაიწყო, რამდენიმე ადამიანის სიკვდილით და ათობით ადამიანის დაჭრით დასრულდა.

ძალადობაზე პასუხისმგებლობა თალიბანის პრეს-მდივანმა ზაბიულა მუჯაჰიდმა აიღო.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG