ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ალ-ყაიდას ერთ-ერთი მთავარი მეთაური მოკლეს


ავღანეთის და კოალიციის ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ავღანეთში საჰაერო შეტევის შედეგად მოკლულ იქნა ალ-ყაიდას ერთ-ერთი მთავარი მეთაური. ნატოს განცხადებით, მისი სახელია შახირ ალ-ტაიფი, რომელიც მუსაქის და ნასიმის მეტსახელითაც იყო ცნობილი.

ალ-ტაიფი ალიანსზე და ავღანურ ძალებზე განხორციელებული შეტევების მთავარი ორგანიზატორი იყო. ის ასევე ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ ავღანეთში განლაგებული ტერორისტული დაჯგუფებების იარაღით და სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას.

დამიზნებითი საჰაერო შეტევა ჩრდილოეთ ავღანეთში, კუნარის პროვინციაში განხორციელდა. ალ-ტაიფთან ერთად ალ-ყაიდას კიდევ ერთი ტერორისტი დაიღუპა. შეტევას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG