ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს რიგებში მსხვერპლია


ავღანელმა ჯარისკაცმა ამერიკის ორი სამხედრო მოსამსახურე პირი დაჭრა. დაშავებულთა შესახებ ნატოს ინფორმაცია ჯერ რა გაუვრცელებია.

მსგავსი შემთხვევა მოხდა კვირასაც, როცა ავღანეთის ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა ცეცხლი გაუხსნა ნატოს სამოქალაქო მრჩევლებს, რომლებიც ავღანეთის პოლიციას წვრთნიდნენ. ინციდენტის შედეგად ნატოს სამი ინსტრუქტორი დაიღუპა.

შაბათ-კვირას, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, ალიანსის ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა გზის პირას დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობების დეტონაციის შედეგად.
XS
SM
MD
LG