ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საჰაერო იერიში ყუნდუზის პროვინციაზე


დღეს შეერთებულმა შტატებმა საჰაერო იერიში მიიტანა ავღანეთის ყუნდუზის პროვინციაზე, სადაც უკვე მესამე დღეა ავღანეთის მთავრობა დაჯგუფება „თალიბანის“ წინააღმდეგ იბრძვის.

„თალიბანსა“ და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ. ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისია აცხადებს, რომ ყუნდუზის პროვინციას ავღანეთის სამთავრობო ძალები აკონტროლებს, თუმცა ეროვნული უსაფრთხოების ძალებს და „თალიბანს“ შორის სპონტანური შეტაკებები მიმდინარეობს.

ალიანსის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციამ ავღანელი პარტნიორების მხარდასაჭერად დღეს ორი საჰაერო შეტევა განახორციელა.

XS
SM
MD
LG