ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუშინ საღამოს სამი შეიარაღებული ადამიანი დაესხა თავს ქაბულში გამომავალი ინგლისურენოვანი გაზეთის Afghanistan Times რედაქტორს - აბდულ საბურ სარირს. ისინი მსხვერპლს ჯერ მანქანით წინ გადაუდგნენ, შემდეგ წაართვეს კომპიუტერი, მობილური ტელეფონები და წაიყვანეს მისი მანქანა. გაზეთი იუწყება, რომ სარირს დაზიანებები თავის არეში აქვს.

ჟურნალისტებზე თავდასხმის მსგავსი შემთხვევები ავღანეთში იშვიათობას არ წარმოადგენს. ავღანეთის დამოუკიდებელი ჟურნალისტების ცენტრმა AFJC დაგმო მომხდარი და მთავრობას დანაშაულის სასწრაფო გამოძიებისკენ და თავდამსხმელთა მკაცრად დასჯისკენ მოუწოდა. ძალადობის ფაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

XS
SM
MD
LG