ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2016 წელს, ავღანეთში, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 10 ჟურნალისტი მოკლეს. სადამკვირვებლო ჯგუფის თანახმად, ეს ქვეყნის ისტორიაში ჟურნალისტებისთვის ყველაზე სისხლიანი წელიწადია.

ავღანელი ჟურნალისტების უსაფრთხოების კომიტეტმა ექვსი თვის ანგარიში გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ წლის დასაწყისიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის 54 შემთხვევა მოხდა, რაც გასულ წელთან შედარებით 38 პროცენტით მეტია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ძალადობის შემთხვევების უმრავლესობა მთავრობის მხრიდან მოხდა. მთავრობას 21 შემთხვევაზე, თალიბანს კი 16 შემთხვევაზე ეკისრება პასუხისმგებლობა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG