ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა 10 000 სირიელ ლტოლვილს მიიღებს


თეთრი სახლის ცნობით, შეერთებული შტატები შეასრულებს თავის ვალდებულებას და 2016 წელს ქვეყანაში 10 000 სირიელ ლტოლვისლ მიიღებს.

“პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით, მე მივესალმები თითოეულ სირიელს და ლტოლვილებს მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან,” ნათქვამია პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის სუზან რაისის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ხუთწლიანი სამოქალაქო ომის და ძალადობის შედეგად სირია დაახლოებით ხუთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა, უმრავლესობამ თავი თურქეთს, ლიბანს და იორდანიას შეაფარა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, მომავალ წელს შეერთებული შტატები 100 000-მდე ლტოლვილს მიიღებს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რამდენი მათგანი იქნება სირიელი ლტოლვილი.

XS
SM
MD
LG