ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოდორის მოვლენების ანალიზი (გაგრძელება)-სტუმარი ექსპერტი რამაზ საყვარელიძე


"საზოგადოება” – ნინია კაკაბაძე

რადიო ამერიკის ხმა წარმოგიდგენთ თემას საზოგადოება.

დღევანდელ გადაცემაში ჩვენ განვაგრძობთ საუბარს კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენი სტუმარია ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. როგორია ამ მოვლენის შეფასება-ანლიზი? pირველ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ, რუსეთის მხარეზე, როგორც დაინტერესებულ მხარეზე და ამ მოვლენების პროვოცირების ავტორზე, რომელიც ქართულმა მხარემ მის სასიკეთოდ გამოიყენა. მაგრამ არსებობს სხვა სავარაუდო მიზეზებიც, ამის შესახებ ბატონი რამაზ საყვარელიძე აგრძელებს საუბარს.

რამაზ საყვარელიძე - კვიციანის დასაჭერად რასაკვირველია 3 ათასი კაცი საჭირო არ იყო, ერთადერთი რაც ამართლებს ამ ოპერაციის ასეთ მაშტაბს, არის ის, რომ ამოღებული იყო დიდი რაოდენობის იარაღი. ამ იარაღის კონცენტრაციის შემცირება და ასევე ძებნილების და რეციდივისტების ასე ვთქვათ ამოღება ამართლებს მთელ ამ ოპრაციას და ეს ამოცანა იყო წამყვანი. გარდა ამისა, პოლიტიკური თვალსაზრისით, დავაკვირდეთ საოცარ ხავერდოვნებას, რომელიც იყო აფხაზურ და რუსულ მედიაში, ვიდრე პრეზიდენტმა გადაწყვიტა კოდორის ხეობაში მოეთავსებინა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება. აქედან გამომდიანრე, შეგვიძლია ვიფიქორთ, რომ როგორც აფხაზურ მხარეს, ასევე რუსულ მხარეს აწყობდა კოდორის ხეობის მოსახლეობის განიარაღება. eს ნამდვილად აუცილებელი იყო, რადგან საქართველო ჯერ ვერ შევიდა იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენ ვისწავლოთ იარაღის შენახვა სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის და არა მისი მოხმარება საკუთარი ინტერესებისათვის.

რა შედეგებს უნდა ველოდოთ კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ამის შესახებ საუბარს მომავალ გადაცემაში განვაგრძობთ.

რადიო ამერიკის ხმა ნინია კაკაბაძე თბილისიდან.

XS
SM
MD
LG