ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინააღმდეგობრივი ინფორმაცია მოდის ავღანეთში გუშინ ღამით მომხდარი საჰაერო იერიშის თაობაზე. ქვეყნის სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში სულ ცოტა 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ადგილობრივი სამხედრო მეთაურიცაა.

ადგილობრივმა გუბერნატორმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ ნად ალის უბანში სამხედრო ბაზის დაბომბვა ავღანეთის არმიამ განახორციელა. ინფორმაციას ქაბულში თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერიც ადასტურებს და დასძენს, რომ იმავე რაიონში მეორე იერიშის შედეგად მტრის ბომბების დასამზადებელი საწარმოც ააფეთქეს.

თალიბანი კი აცხადებს, რომ იერიში ამერიკულმა თვითმფრინავმა განახორციელა და მისი სამიზნე ადგილობრივი ციხე იყო. მათი ინფორმაციით, დაღუპულია ავღანეთის არმიის 22 და თალიბანის 3 მებრძოლი. ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობი თალიბანის განცხადებას უფრო ემთხვევა. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაღუპულებს შორის არიან როგორც ავღანელი ტყვეები, ასევე თალიბანის მეომრები.

XS
SM
MD
LG