ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთში ჩავიდა


ოთხშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შანხაიში ჩავიდა. ამ დროისთვის ამერიკა-ჩინეთის კავშირები უფრო მყარ ნიადაგზე დგას, მაგრამ გადაუწყვეტელი საკითხების წყება, გლობალურ მეტოქეებს შორის ურთიერთობის სტაბილურობას ემუქრება.

პეკინში გამგზავრებამდე, სადაც ბლინკენი თავის კოლეგას, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და შესაძლოა პრეზიდენტ სის შეხვდება, სახელმწიფო მდივანი ბიზნეს ლიდერებს შეხვდა.

ბლინკენის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის უახლესი მაღალი დონის შეხვედრაა, რომელმაც სამუშაო ჯგუფებთან ერთად, რომლებიც მუშაობდნენ საკითხებზე გლობალური ვაჭრობიდან სამხედრო კომუნიკაციამდე, შეარბილეს საჯარო გაღიზიანება, რამაც გასული წლის დასაწყისში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ისტორიულად დაბალ დონეზე დაიყვანა.

მაგრამ ვაშინგტონმა და პეკინმა მცირედ წაიწიეს წინ საკითხზე ჩინეთიდან იმ ქიმიკატების მოწოდების შესახებ, რომლებიც ფენტანილის დასამზადებლად გამოიყენება, ტაივანი მწვავე საკითხად რჩება და დაძაბულობა ძლიერდება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება.

ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვიზიტის დროს მნიშვნელოვანი პროგრესი მოსალოდნელი არ არის, ორივე ქვეყანას სურს „შეიქმნას კომუნიკაციის ხაზები, რათა უხერხული სცენარები თავიდან აიცილონ“.

ბლინკენი ჩინეთს დაჟინებით მოსთხოვს შეწყვიტოს რუსეთის თავდაცის ინდუსტრიის გადაიარაღება და მომარაგება. მოსკოვი უკრაინაში პეკინთან „შეუზღუდავი“ პარტნიორობის ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში შეიჭრა და მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა იარაღის მიწოდებაზე თავი შეიკავა, ამერიკელი ოფიციალური პირები გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ ჩინური კომპანიები რუსეთს ორმაგი დანიშნულების საქონელს უგზავნიან, რაც მას ომის ძალისხმევაში ეხმარება.

XS
SM
MD
LG