ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მუქარის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში ვითარება იძაბება


Iran Mideast Tension
Iran Mideast Tension

გერმანიამ, დიდიმა ბრიტანეთმა და რუსეთმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოუწოდეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია. ისრაელის წინააღმდეგ გამოცხადებული ირანის მუქარის ფონზე, ისრაელი ამბობს, რომ ემზადება "დააკმაყოფილოს მისი უსაფრთხოების ყველა საჭიროება" რეგიონში.

ირანმა პირობა დადო, რომ ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმას განახორციელებს, 1 აპრილს, ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საელჩოზე მიტანილი თავდასხმის გამო. თავდასხმას ირანელი გენერალი და ექვსი სხვა ირანელი სამხედრო ოფიცერი ემსხვერპლა, რამაც რეგიონის ისედაც დაძაბულ ვითარებაში, მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ისრაელს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია, მაგრამ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ 9 აპრილს განაცხადა, რომ ისრაელი "უნდა დაისაჯოს და ეს ასეც იქნება". მისივე თქმით, სირიაში ირანის საელჩოზე თავდასხმა ირანის მიწაზე თავდასხმის ტოლფასია.

„ირანის მიერ ამ თაღლითი რეჟიმის დასჯის აუცილებლობა“ შესაძლოა თავიდან აგვეცილებინა გაეროს უშიშროების საბჭოს თავდასხმა რომ დაეგმო და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა მოეთხოვა, განაცხადა 10 აპრილს გაეროში თეირანის საელჩომ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი აგრძელებს ომს ღაზაში, მაგრამ უსაფრთხოებისთვის ზომებზე სხვაგანაც ზრუნავს.

"ვინც ჩვენ ზიანს მოგვაყენებს, ჩვენ მას ვავნებთ. ჩვენ მზად ვართ დავაკმაყოფილოთ ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ყველა საჭიროება, როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი თვალსაზრისით", - თქვა მან.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, თეირანმა ვაშინგტონს სიგნალი გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, ირანი ისრაელის თავდასხმას უპასუხებს ისე, რომ თავიდან აიცილოს სერიოზული ესკალაცია და არ იმოქმედოს ნაჩქარევად.

XS
SM
MD
LG