ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მზის სრული დაბნელების სანახავად უამრავი ადამიანი ემზადება


Total Solar Eclipse Mexico
Total Solar Eclipse Mexico

ამერიკის, მექსიკის და კანადის მოსახლეობა მზის სრული დაბნელებისთვის ემზადება. იშვიათი სანახაობისთვის ბევრი ადამიანი მოგზაურობს კიდეც, რათა ციურ მოვლენას თვალი საუკეთესო ადგილიდან ადევნოს. მზის დაბნელების ნახვა ჩრდილოეთ ამერიკიდან ყველაზე კარგად არის შესაძლებელი, თუმცა არა ყველა წერტილიდან.

სპეციალისტებმა უკვე გამოაქვეყნეს ადგილები, საიდანაც მზის დაბნელება მეტნაკლებად კარგად გამოჩნდება, თუმცა სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა პროცესზე დაკვირვება გარკვეულ ქალაქებში გართულდეს, რადგან ცა ღრუბლიანი იქნება.

ამ ეტაპზე გამოკვეთილია სამი საუკეთესო ადგილი, საიდანაც მზის დაბნელების ნახვა ყველაზე კარგად იქნება შესაძლებელი, ესაა ვერმონტი, მეინი, ასევე ნიუ-ბრანსვიკი და ნიუფაუნდლენდი. რაც შეეხება ამერიკის დედაქალაქს, კოლუმბიის ოლქიდან მზის სრული დაბნელების მხოლოდ 89 პროცენტის დანახვა იქნება შესაძლებელი.

სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, მზის სრულ დაბნელებას სპეციალურ მოწყობილობებითა და სათვალეებით დააკვირდნენ და ურჩევენ არ გამოიყენონ უბრალო მზის სათვალე, რადგან ეს შესაძლოა მათი თვალების დაზიანებით დასრულდეს.

ტეხასი, ამერიკის შეერთებული შტატები
ტეხასი, ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის დედაქალაქში ისევე როგორც სხვა შტატებსა თუ ქალაქებში, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. მილიონობით ადამიანი მზის დაბნელებას დღეს თვალს მიადევნებს. ვაშინგტონის დროით, მზის დაბნელების პროცესი 3 საათსა და 20 წუთზე დაიწყება და ის სულ რაღაც 4 წუთს გასტანს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG