ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის შემდეგ, ისრაელს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია


ისრაელს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტუმრობს. რიში სუნაკი თელ-ავივში რამდენიმე საათში ჩავიდა მას შემდეგ, რაც ისრაელი პრეზიდენტმა ბაიდენმა დატოვა.

სუნაკმა, ისრაელელებს უინსტონ ჩერჩილთან ასოცირებული ფრაზით მიმართა და თქვა, რომ დადგებოდა ისრაელის გვერდით, „მის ყველაზე ბნელ დროში“. 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმისას, „ჰამასის“ გასამხედროებულმა ჯგუფმა, 1400 ისრაელელი მოკლა.

"უპირველეს ყოვლისა, მე ვარ აქ, რათა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ისრაელის ხალხის მიმართ. თქვენ განიცადეთ ენით აღუწერელი, საშინელი ტერორისტული აქტი და მინდა იცოდეთ, რომ გაერთიანებული სამეფო და მე, თქვენ გვერდით ვართ", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას მან თქვა: ”მე ვიცი, რომ თქვენ იღებთ ყველა ზომას, რათა თავიდან აიცილოთ ზიანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, პირდაპირი განსხვავებით „ჰამასის“ ტერორისტებისგან, რომლებიც ცდილობენ მშვიდობიანი მოსახლეობა საფრთხის წინაშე დააყენონ”.

პრეზიდენტი ბაიდენი, ისრაელში თითქმის რვასაათიანი ვიზიტის შემდეგ, ვაშინგტონში ოთხშაბათს დაბრუნდა. დღეს კი, ისრაელისა და უკრაინის შესახებ, განცხადებას თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, ვაშინგტონის დროით 20:00 საათზე გააკეთებს.

XS
SM
MD
LG