ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიმ ჩენ ინი რუსეთში პუტინის მიწვევით ჩავიდა


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში მატარებლით ჩავიდა. 10 სექტემბერი, 2023
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში მატარებლით ჩავიდა. 10 სექტემბერი, 2023

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. არსებობს მოლოდინი, რომ პუტინს შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისგან იარაღის და საბრძოლო მასალების მიღება სურდეს, უკრაინაში წარმოებულ ომში საკუთარი პოზიციების გაძლიერების მიზნით.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტომ „რია“, კიმ ჩენ ინის რუსეთში ჩასვლის კადრები გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, კადრები ვლადივოსტოკის რკინიგზის სადგურზეა გადაღებული. მანამდე ფხენიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მეთაური რუსეთში პერსონალური, დაჯავშნილი მატარებლით გაემგზავრა და მის დელეგაციაში მმართველი პარტიის, მთავრობისა და არმიის წარმომადგენლები შედიან.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 12 სექტემბერს დაადასტურა, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში იმყოფება, თუმცა არ დაუკონკრეტებია ის, თუ სად ჩავიდა ის.

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკვე ვლადივოსტოკში იმყოფებოდა ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. პესკოვის თქმით, ორი ლიდერის შეხვედრა ვლადივოსტოკის ფორუმის შემდეგ შედგება და, ასევე, გაიმართება სადილი კიმ ჩენ ინის პატივსაცემად.

კიმ ჩენ ინი რუსეთში პუტინის მიწვევით ჩავიდა.

XS
SM
MD
LG