ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრი: ალ-ყაიდა პრაქტიკულად ქმედუუნაროა


ფოტო არქივიდან - 2002 წლის 5 მარტს გამოქვეყნებული ეს ფოტო ასახავს ავღანეთში, სირკანკელის ბორცვებზე, აშშ-ის ძალების მიერ თალიბანისა და ალ-ყაიდას პოზიციების დაბომბვას.
ფოტო არქივიდან - 2002 წლის 5 მარტს გამოქვეყნებული ეს ფოტო ასახავს ავღანეთში, სირკანკელის ბორცვებზე, აშშ-ის ძალების მიერ თალიბანისა და ალ-ყაიდას პოზიციების დაბომბვას.

2001 წლის 11 სექტემებრის ტერაქტიდან ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, შეერთებული შტატების დაზვერვა აცხადებს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ აშშ-ის ომმა, ტერორისტული ჯგუფები პრაქტიკულად ქმედუუნარო გახადა.

"ალ-ყაიდა, ავღანეთსა და პაკისტანში, ისტორიულ დაცემას განიცდის და მისი აღორძინება ნაკლებად სავარაუდოა“, - თქვა აშშ-ის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორმა, კრისტი აბიზაიდმა, 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების 22 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში. ტერორისტულმა დაჯგუფებამ, 22 წლის წინ, რამდენიმე კომერციული თვითმფრინავის გატაცება შეძლო და ისინი ნიუ-იოკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს და არლინგტონში პენტაგონის შენობას შეაჯახა. კიდევ ერთი გატაცებული თვითმფრინავი, მგზავრების წინააღმდეგობის შედეგად პენსილვანიაში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით ჩამოვარდა. ტერორისტული აქტების შედეგად, აშშ- ში თითქმის 3000 ადამიანი დაიღუპა, 6000-მდე დაშავდა.

„მან დაკარგა სამიზნე ხელმისაწვდომობა, ლიდერების ნიჭი, წოდებრივი ვალდებულება და ადაპტირებული ადგილობრივი გარემო“, - თქვა აბიზაიდმა და ალ-ყაიდას ბირთვის დეგრადაციას უწოდა „მაგალითი იმისა, რა წარმატებასაც შეერთებულმა შტატებმა, მისმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა, ამ საშინელი თავდასხმების შემდეგ წლების განმავლობაში მიაღწიეს.“

XS
SM
MD
LG