ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მეტოქეები FIBA WC-ზე: დონჩიჩის სლოვენია, ტავარესის კაბო და უცნობი ვენესუელა


საქართველოს და "სან ანტონიო სპურსის" ცენტრი სანდრო მამუკელაშვილი და კომპანია მსოფლიო ჩემპიონატზე - სლოვენიას, კაბო ვერდეს და ვენესუელას შეხვდებიან
საქართველოს და "სან ანტონიო სპურსის" ცენტრი სანდრო მამუკელაშვილი და კომპანია მსოფლიო ჩემპიონატზე - სლოვენიას, კაბო ვერდეს და ვენესუელას შეხვდებიან

საქართველო, სლოვენია, ვენესუელა და კაბო ვერდე - სწორედ ასეთ კომპანიაში ექნება ისტორიული დებიუტი ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს, რიგით მე-19 მსოფლიო ჩემპიონატზე. უდიდეს საკალათბურთი ფორუმს, 2023 წლის 25 აგვისტოდან - 10 სექტემბრის ჩათვლით, ერთდროულად სამი აზიური ქვეყანა: ფილიპინები, ინდონეზია და იაპონია უმასპინძლებს.

საქართველო F ჯგუფში მოხვდა და ჯგუფის სამივე მატჩს, იაპონიაში, კუნძულ ოკინავაზე, ათი ათასი ტევადობის Okinawa Arena-ზე გამართავს. ეს არენა ქალაქ ოკინავაში მდებარეობს, სადაც სულ 140 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრა, ფილიპინებზე, მანილაში
კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრა, ფილიპინებზე, მანილაში
“რთული ჯგუფი შეგვხდა და ბრძოლა მოგვიწევს. უნდა შევიგრძნოთ და დავტკბეთ ყველა იქ გატარებული წამით, შევეცადოთ ყველა ქართველი ჩვენი თამაშით ამაყი იყოს”
ილია ზუროსი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

“მსოფლიოზე პირველად ვთამაშობთ, ჩვენთვის ეს დიდი გამოცდილება იქნება! რთული ჯგუფი შეგვხდა და ბრძოლა მოგვიწევს. უნდა შევიგრძნოთ და დავტკბეთ ყველა იქ გატარებული წამით, შევეცადოთ ყველა ქართველი ჩვენი თამაშით ამაყი იყოს” – ასე შეაფასა დღეს, ფილიპინებში გამართული კენჭისყრის შედეგები, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერძენმა ილიას ზუროსმა.

„ჩვენ უკვე ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ უკვე ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე და ასევე ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ასეთ ჯგუფში მოვხდით. არის რეალური შანსი რომ ჯგუფიდან გავიდეთ. იმედია, რომ ნაკრები კარგად მოემზადება და ყველა ჯანმრთელი შეხვდება მსოფლიოს“ - აღნიშნა კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ, რომელიც მანილაში კენჭისყრას დაესწრო.

ქართველების მეტოქის - აფრიკის კუნძულოვანი სახელმწიფოს, კაბო ვერდეს ლიდერი, მადრიდის "რეალის" ცენტრი ედი ტავარესი
ქართველების მეტოქის - აფრიკის კუნძულოვანი სახელმწიფოს, კაბო ვერდეს ლიდერი, მადრიდის "რეალის" ცენტრი ედი ტავარესი

მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს ნაკრები 26 აგვისტოს კაბო ვერდესთან შეხვედრით იწყებს, რომელიც მსოფლიოზე ასევე პირველად ითამაშებს. აფრიკელების ლიდერი მადრიდის „რეალის“ ცენტრი ედი ტავარესია. იგი კენჭისყრას „ტვიტერზე“ პოსტით გამოეხმაურა, სადაც დაწერა რომ „ამაყია“, თუმცა, თან მოწყენილი სმაილიც დაურთო, რაც შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ კენჭისყრის შედეგით მთლად კმაყოფილი არ არის.

28 აგვისტოს, ქართველები მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, „დალას მავერიქსის“ ლიდერის ლუკა დონჩიჩის სლოვენიას შეხვდებიან. საქართველო 2011, 2013 და 2015 წლების ევრობასკეტზე სამჯერ არის სლოვენიასთან შენახვედრი და სამივე მატჩი ბალკანელებმა მოიგეს.

ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, 30 აგვისტოს უკვე უცნობი ვენესუელა გველოდება. ქვეყანა, რომელთანაც თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგ, რაც კარაკასმა სოხუმის და ცხინვალის ე.წ „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ასე, რომ ვენესუელასთან ძველი ანგარიშები გვაქვს...

მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი, "დალაქს მავერიქსის" შემტევი ლუკა დონჩიჩი საქართველოს წინააღმდეგ ოკინავაზე ითამაშებს
მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი, "დალაქს მავერიქსის" შემტევი ლუკა დონჩიჩი საქართველოს წინააღმდეგ ოკინავაზე ითამაშებს

ფილიპინების დედაქალაქ მანილას Araneta Coliseum-ში გამართულმა კენჭისყრამ, დანარჩენი 7 ჯგუფიც დააკომპლექტა. აშშ-ს ნაკრები ფილიპინებზე, ქალაქ პასაის Mall of Asia Arena ითამაშებს და C ჯგუფში, საბერძნეთთან ერთად, აშკარა ფავორიტია; აშშ-მ წინა, 2019 წლის მსოფლიო აშკარად ჩააგდო, ამიტომ რეპუტაციის აღდგენას ეცდება.

ინდონეზიაში, ჯაკარტა არენაზე, G ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის - ესპანეთის სახით. პასაიში კი D ჯგუფს ფავორიტის სტატუსით ლიეტუა დაიწყებს. ფილიპინებზე გაიმართება A ჯგუფის მატჩებიც, სადაც იტალიიის შემდეგ, საუკეთესო შანსი დომინიკის რესპუბლიკას აქვს.

B ჯგუფის გამოკვეთილი ლიდერი სერბეთია, მეორე ადგილისთვის პუერტო რიკო იბრძოლებს, ამ ჯგუფს მანილას Araneta Coliseum უმასპინძლებს. E ჯგუფი ოკინავაზეა, აქ მასპინძელი იაპონია ითამაშებს და საგზურებისთვის საკმაოდ მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელია გერმანიასთან, ავსტრალიასთან და ფინეთთან. ისევე როგორც, ჯაკარტაში, H ჯგუფში. აქ საფრანგეთისა და კანადის გარდა, საგზურისთვის ბრძოლას, კიდევ ერთი დებიუტანტი - ლატვიაც ეცდება.

აშშ-ს ეროვნული ნაკრები, რომელმაც 2019 წლის მსოფლიო ჩააგდო, 2023-ში რეპუტაციის აღდგენას ეცდება
აშშ-ს ეროვნული ნაკრები, რომელმაც 2019 წლის მსოფლიო ჩააგდო, 2023-ში რეპუტაციის აღდგენას ეცდება
„ბევრჯერ გვითამაშია საქართველოსთან და ვიცით, რომ მათ ჰყავთ გამოცდილი გუნდი, მშვენიერი ახალგაზრდა მოთამაშეებით, რომლებსაც კარგი მომავალი აქვთ. ქაღალდზე ჩვენ ყველაზე ძლიერი გუნდი ვართ ჯგუფში, მაგრამ ეს დარბაზში უნდა დავამტკიცოთ“
კრემენ პრეპელიჩი, სლოვენიის ნაკრების მცველი

„ერთი შეხედვით, კენჭისყრამ ჩვენთვის საკმაოდ მისაღები ჯგუფი გვარგუნა. ჩვენს ძირითადად ვიცნობთ მეტოქეებს“ – განაცხადა საქართველოს ნაკრების მეტოქის სლოვენიის ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიას“ მცველმა კრემენ პრეპელიჩმა.

მისი თქმით, „ბევრჯერ გვითამაშია საქართველოსთან და ვიცით, რომ მათ ჰყავთ გამოცდილი გუნდი, მშვენიერი ახალგაზრდა მოთამაშეებით, რომლებსაც კარგი მომავალი აქვთ. გვითამაშია ვენესუელასთანაც, არასასურველ მეტოქედ ითვლება, რომელიც ძალიან სწრაფ კალათბურთს თამაშობს.

კიდევ არის კაბო ვერდე, ედი ტავარესთან ერთად, რომელიც ჩემი კარგი მეგობარია. მათ ცუდად ვიცნობთ, ამიტომ შეიძლება სიურპრიზები შემოგვთავაზონ. მიმაჩნია, რომ ქაღალდზე ჩვენ ყველაზე ძლიერი გუნდი ვართ ჯგუფში, მაგრამ ეს დარბაზში უნდა დავამტკიცოთ“ - ამბობს პრეპელიჩი.

მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგები: 8 ჯგუფი, 32 გუნდი, საქართველო F ჯგუფშია
მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგები: 8 ჯგუფი, 32 გუნდი, საქართველო F ჯგუფშია

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო F ჯგუფიდან ვერ გავა, ჩვენი ნაკრები მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებისთვის ბროლაზე გადაერთვება.

"არის რეალური შანსი რომ ჯგუფიდან გავიდეთ. იმედია, რომ ნაკრები კარგად მოემზადება და ყველა ჯანმრთელი შეხვდება მსოფლიოს“
ვლადიმერ ბოისა, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

თუ, საქართველომ F ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება შეძლო, რისიც საკმაოდ კარგი შანსი აქვს, მეორე ეტაპზე, ქართველები K ჯგუფში, ისევ, იაპონიაში, ოკინავაზე გააგრძელებენ თამაშს, სადაც F ჯგუფის პირველადგილოსანი და E ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდები ითამაშებენ. აქედან ორი საუკეთესო უკვე მერვედფინალში გადის.

მეოთხედფინალიდან ყველა მონაწილე ფილიპინებზე გადაინაცვლებს და პასაის Mall of Asia Arena-ზე ითამაშებს, რომელიც 15000 ადამაინს იტევს. აქვე 10 სექტემბერს შედგება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვას ესპანეთი ეცდება. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩინეთში, ესპანელებმა ფინალში საფრანგეთი დაამარცხეს.

საქართველო პირველად FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:33 0:00

XS
SM
MD
LG