ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანგი მასწავლებლები სკოლებში კოვიდ 19-ის ქაოტურ სტრატეგიას აპროტესტებენ


ათიათასობით ფრანგი მასწავლებელი დღეს სკოლებში არ მივიდა. ეს მათი პროტესტია მთავრობისადმი, რომელმაც, როგორც მასწავლებლები ამბობენ, ვერ უზრუნველყო სათანადო კოვიდ-19-ის სათანადო სტრატეგია მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასაცავად.

საფრანგეთის მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული წესების ცვლილებების გამო, მშობლები, მასწავლებლები და სკოლების ადმინისტრაციები გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მთავრობის ახალი ინიციატივა, სავალდებულო ტესტირებასთან დაკავშირებით საშობაო არდადეგების დამთავრების ღამეს გამოცხადდა და მას შემდეგ ორჯერ შეიცვალა.

„დაღლილობისა და ბრაზის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, როდესაც სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ გაფიცვა მოვაწყოთ და მთავრობას მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ“,- ამბობს ელიზაბეტ ალაინ-მორენო, საფრანგეთის მასწავლებელთა გაერთიანების ხელმძღვანელი.

პარიზის სკოლებში დღეს დიდი გაურკვევლობა იყო. სკოლების ნაწილი გაფიცვის გამო ცარიელი დახვდათ მოსწავლეებს, ზოგიერთი ნაწილობრივ, ზოგიც გამართულად მუშაობდა.

რამდენიმე სკოლა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა შვილებისთვის იყო ღია.

საფრანგეთის სკოლებში, კოვიდ-19-ის ერთ დღეში დადასტურებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსრიდა და ის, დაახლოებით, 370,000-ს შეადგენს.

XS
SM
MD
LG