ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს შეხვდა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველო ამერიკის მტკიცე პარტნიორია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურადაც.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მიერ გატარებულ წარმატებულ დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს დიდ პოტენციალს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. რექს ტილერსონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისა და იმ სიმამაცისთვის, რასაც ქართველი სამხედროები იჩენენ საერთაშორისო მისიებში."

მინისტრისა და სახელმწიფო მდივნის შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოებისა და საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს.

„კიდევ ერთხელ აღინიშნა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ვაშინგტონის მზაობა საქართველოს გვერდით იდგეს მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში.” - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG