ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივანი ტილერსონი დიპლომატებს მოუწოდებს, სამსახურებრივი მოვალეობა პირად შეხედულებებზე მაღლა დააყენონ

ახლად დამტკიცებულმა სახელმწიფო მდივანმა, თავის უწყებაში გაკეთებულ პირველ კომენტარებში საკუთარი თავი „ახალ ადამიანად“ წარმოადგინა. მან საგარეო სამსახურის და სხვა თანამშრომლები გააფრთხილა, რომ არ დაუშვან „პირადი შეხედულებების გამო ერთ გუნდად მუშაობისთვის ხელშეშლა.“

რექს ტილერსონმა დეპარტამენტის თანამშრომლებს იმ დროს მიმართა, როცა სულ ორიოდე დღით ადრე, სახელმწიფო დეპარტამენტის 1000-მა ოფიციალურმა პირმა, შვიდი, უპირატესად მუსლიმებით დასახლებული ქვეყნიდან, ამერიკაში შემოსვლის დროებითი აკრძალვის შესახებ, საპრეზიდენტო განკარგულების საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატა

ტილერსონმა პირობა დადო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანურ რესურსებს მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენებს. მაგრამ თქვა, რომ „შესაძლოა დეპარტამენტის ტრადიციულ საქმიანობაში გარკვეული ცვლილებები მოხდეს“.

XS
SM
MD
LG