ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მატისი ტოკიოს ვაშინგტონის ერთგულებაში არწმუნებს


შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, იაპონიას და სამხრეთ კორეას აზიის მიმართ ვაშინგტონის პასუხისმგებლობაში არწმუნებს

დღეს, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა ტოკიოში განაცხადა, რომ ამერიკა „ ასი პროცენტით იაპონიის მხარდამხარ დგას“.

მატისმა, რომელიც პენტაგონის ხელმძღვანელის რანგში პირველი ვიზიტით იმყოფება, ეს კომენტარი იაპონიის პრემიერ მინისტრ შინზო აბესთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მანამდე, სამხრეთ კორეაში, მატისმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ შეერთებულ შტატებზე, ან მის ნებისმიერ მოკავშირეზე ბირთვული თავდასხმა „ეფექტურ და გამანადგურებელ“ პასუხს მიიღებს.

სამხრეთ კორეაში და იაპონიაში თავდაცვის მდივნის ვიზიტის მიზანია, რომ ვაშინგტონმა ორი აზიელი მოკავშირე ალიანსის სიმყარეში დაარწმუნოს.

XS
SM
MD
LG