ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის სოციალისტურმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად ბენუა ამონი აირჩია


სოციალისტურმა პარტიამ საფრანგეთში, პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფილი მინისტრი ბენუა ამონი აირჩია. ამონმა, პარტიის წინასაარჩევნო შიდა-პრაიმარიში,ყოფილი პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი დაამარცხა, ამონმა ხმათა 59 პროცენტი მიიღო.

მიმომხილველთა თქმით, საფრანგეთის სოციალისტურ პარტიას მომავალ არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება, პარტიის წევრის და ამჟამინდელი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 23 აპრილს გაიმართება.

თუ პირველ ტურში ხმათა ნახევარზე მეტს ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს, მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. ამონის პარტიის არაპოპულარობა ხელს უწყობს დამოუკიდებელ კანდიდატს ემანუელ მარკონს, რომელსაც მის მემარჯვენე და მემარცხენე მეტოქეებთან შეჭიდება მოუწევს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG