ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი საპრეზიდენტო განკარგულებებს მოაწერს ხელს და სპიკერ რაიანს შეხვდება


დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და მაიკ პენსი ინაუგურაციამდე

დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და მაიკ პენსი ინაუგურაციამდე

დღეს, ახალი ადმინისტრაციის პირველი სრული სამუშაო კვირა იწყება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება და რამდენიმე საპრეზიდენტო განკარგულებას მოაწერს ხელს.

თეთრ სახლს არ დაუზუსტებია, თუ საპრეზიდენტო განკარგულებები რომელ საკითხებს შეეხება.

საარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპმა პირობა დადო, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ განკარგულებებს გააუქმებდა. არჩევის შემდეგ, მან თავისი ადმინისტრაციის სამუშაო გეგმა შეადგინა, რომელშიც ჩართულია განცხადება, რომ ადმინისტრაციის მუშაობის საწყის ეტაპზე, შეერთებული შტატები 12 ქვეყნისგან შემდგარი ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო შეთანხმებიდან გამოსვლას და ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე, მექსიკასა და კანადასთან ხელახალ მოლაპარაკებებს გეგმავს.

ტრამპის გეგმა ასევე მოიცავს განკარგულებებს, რომელიც იმიგრაციას და ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება. მან ხელი უკვე მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ობამას ჯანდაცვის პროგრამის სწრაფად გაუქმების განზრახვაა განცხადებული.

XS
SM
MD
LG