ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დაამტკიცა


ევროკავშირი
ევროკავშირი

ევროპარლამენტმა, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული რეგულაცია დაამტკიცა. მას მხარი 485 დეპუტატმა დაუჭირა, 132 წინააღმდეგი იყო, 21-მა თავი შეიკავა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმებაზე საბოლოო კენჭისყრა იანვარში შედგება, უკრაინის მოქალაქეებისთვის, კი სავარაუდოდ, თებერვალში.

ევროპარლამენტის მომხსენებელმა აგუსტინ დიაზ დე მერამ განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, რომ შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ, ევროსაბჭო სრულად ითანამშრომლებს, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთავაზება შეუფერხებლად შემუშავდეს იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ქვეყანამ შეასრულა ყველა საჭირო კრიტერიუმი.“

უვიზო რეჟიმის შეჩერება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს და უკრაინის მოქალაქეთა დიდი რაოდენობა აღმოჩნდება, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებაზე უარს იტყვიან.

XS
SM
MD
LG