ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ავღანეთში იმყოფება


 აშშ-ის თავდაცვის მდივანი ავღანეთში იმყოფება
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ავღანეთში იმყოფება

ამერიკის თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი ავღანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ „ამერიკა გააგრძელებს ავღანეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას.“

ჟურნალისტებმა კარტერს შეკითხვები იმაზეც დაუსვეს, თუ როგორი იქნება მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკა ავღანეთში. მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საგარეო პოლიტიკაზე და ავღანეთთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ბევრი განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, ტრამპის გარდამავალი ოფისის ინფორმაციით, ტრამპი ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის ტელეფონზე უკვე ესაუბრა. საუბრის თემა „ტერორისტული საფრთხეები“ იყო, რომლებიც „ორივე ქვეყანას ემუქრება.“

კარტერი ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცებისთვის სადღესასწაულო სეზონის დაწყების მისალოცად ჩავიდა. მას შეხვედრები აქვს დაგეგმილი ავღანეთში ნატოს და ამერიკის სამხედრო მაღალჩინოსნებთან ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე სასაუბროდ.

XS
SM
MD
LG