ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გულშემატკივარმა ავიაკატასტროფაში დაღუპულ ფეხბურთელებს პატივი მიაგო


ქალაქი მედელინი, ათლეტიკოს სტადიონი

ქალაქი მედელინი, ათლეტიკოს სტადიონი

გუშინ ღამით, ბრაზილიაში და კოლუმბიაში, ფეხბურთის მოყვარულებმა პატივი მიაგეს ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ბრაზილიელ ფეხბურთელების ხსოვნას. თვითმფრინავი კოლუმბიაში, ქალაქ მედელინის სიახლოვეს ჩამოვარდა და მის ბორტზე 71 ადამიანი დაიღუპა.

მედელინში „ატლეტიკოს“ სტადიონზე, სადაც ადგილობრივი კლუბი ბრაზილიურ კლუბ „ჩაპაკოენსე“-ს უნდა შეხვედროდა, ტრიბუნები 40-მა ათასმა ადამიანმა შეავსო. ბევრი მათგანი თეთრი ფერით შეიმოსა და სტადიონზე ყვავილებით მივიდა. სტადიონზე დაღუპულთა სახელები ჩამოთვალეს და წუთიერი დუმილი პატივი მიაგეს.

შეკრებილ ადამიანებს ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე სერამ მიმართა და აღნიშნა, რომ გუნდების ორი საერთო ფერი, თეთრი და მწვანე მათი ერთობის სიმბოლო გახდა. იმავე დროს, ბრაზილიის ქალაქ ჩაპეკოში, ადამიანები საკუთარ სტადიონზე შეიკრიბნენ და დაღუპულებს იქ პატივი მიაგეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG