ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს მსოფლიო შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს


შიდსის საერთაშორიოს დღე, თბილისი

შიდსის საერთაშორიოს დღე, თბილისი

უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში, შიდსთან ბრძოლას მილიონობით ადამიანი შეეწირა . ყოველი წლის პირველ დეკემბერს, მსოფლიო შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1988 წელს, მაშინ როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობამ შიდსის დღის აღნიშვნა გადაწყვიტა, ამ დაავადებისგან თავის დაღწევა წარმოუდგენელი იყო, ხოლო დაავადებაზე საუბარს ტაბუ ედო. დღეს კი შიდსთან ბრძოლა შესაძლებელია და მეცნიერები დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინასა და წამალზე საუბრობენ.

მთავარი კლინიკა, რომელიც შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს, სამხრეთ აფრიკაშია. ექიმები იმედოვნებენ ინფექციის რისკის 50 პროცენტით შემცირებას. ამასთანავე, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც აშშ-ში პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩატარდა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ სხეულის იმუნურ სისტემას აქვს უნარი, რომ ვირუსს ებრძოლოს.

შიდს დაახლოებით 35 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა პანდემიის გავრცელების დღიდან. ვირუსით ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი ავადდება.

XS
SM
MD
LG