ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავთობის ფასი მატებას განაგრძობს. ფასების ზრდა ნავთობის ექპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მიერ პროდუქციის შემცირების გადაწყვეტილებას მოჰყვა. გადაწყვეტილების შედეგად ნავთობზე ფასი 10 პროცენტით გაიზარდა და ზოგადად ელექტროენერგიის ბირჟაზე ფასებმა იმატა. დღეს ნავთობის ფასის ზრდა გაგრძელდა და ბარელზე 50 დოლარს მიაღწია.

ირანის ნავთობის მინისტრის განცხადებით, OPEC შეამცირებს მოპოვებას, 1.2 მილიონი ბარელით ანუ გლობალური წარმოების 1 პროცენტით. OPEC-მა ორგანიზაციის არაწევრ ქვეყნებსაც მოუწოდა შეერთებოდა შეთანხმებას. რუსეთი რომელიც OPEC-ის წევრი არაა, დათანხმდა წინადადებას და მოსკოვი ნავთობწარმოებას დღეში 300,000 ბარელით შეამცირებს. მსგავსი პოლიტიკით, OPEC-ს სურს ნავთობის ფასის 55 დან 60 დოლარს შორის დარეგულირდება, რაც ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკების ზრდას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG