ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი განაგრძობს შეხვედრებს სხვადასხვა შტატში


ტრამპი
ტრამპი

ამერიკის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მადლობის ტურის“ ფარგლებში იმ შტატებს სტუმრობს, სადაც მან გამარჯვება მაღალი კონკურენციის პირობებში მოიპოვა. ის ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატის ეწვია. ოჰაიომდე ტრამპი ინდიანას ესტუმრა, სადაც მისი თქმით კონდიციონერების მწარმოებენ კომპანიასთან 1000 სამუშაო ადგილის შენარჩუნების საკითხზე მოილაპარაკა.

ოჰაიო ერთ-ერთი მთავარი შტატი იყო, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ტრამპის გამარჯვებაში. ტრამპს ჯერ არ უთქვამს თუ სად აპირებს ის ჩასვლას, თუმცა სავარაუდოდ მომავალი პრეზიდენტი სხვადასხვა შტატს ესტუმრება.

XS
SM
MD
LG