ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბდულ რაზაკ ალი არტანმა, სტუდენტმა, რომელმაც პოლიციის განცხადების თანახმად, ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტში 28 ნოემბერს თავდასხმა განახორციელა, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განცხადება გამოქვეყნა, რომელში ის ამერიკას ბრალს სდებდა მუსლიმების მკვლელობაში და ტერორისტულ დაჯგუფება ალ-ყაიდას ერთ-ერთ, აწ გარდაცვლი ლიდერს, ანვარ ალ-ავლაკის მხარდაჭერას უცხადებდა. ალ-ავლაკი იემენში ალ-ყაიდას მეთაური იყო. სამართალდამცავები ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირებს არ გამორიცხავენ, თუმცა ჯერჯერობით სტუდენტსა და ტერორისტულ ჯგუფს შორის კომუნიკაციის არსებობა არ დასტურდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG