ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბელები კასტროს ემშვიდობებიან


კუბის ლიდერის ფერფლი სამდღიანი პროცესიით, ქვეყნის გარშემო გადააქვთ. ფიდელ კასტრო ამ წლის 25 ნოემბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას კრემაცია ჩაუტარდა და მის ფერფლს იმ გზას გაატარებენ, საიდანაც ის პრეზიდენტ ბატისტას წინააღმდეგ ამბოხებას მიუძღოდა.

ქვეყნის რევოლუციური ლიდერი ქვეყნის ერთი ნაწილისთვის გმირი, ხოლო მეორესთვის ტირანია, რომელსაც ადამიანის უფლებების მასიური შელახვა ედება ბრალად. მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებთან ერთად კუბის პრეზიდენტის გარდაცვალების თაობაზე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა განცხადება. მან კასტროს „რუსეთის ნამდვილი მეგობარი“ უწოდა.

კასტრო მდიდარ ოჯახში, ქალაქ საინტიაგოსთან ახლოს გაიზრდა. სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის წარუმატებელი პირველი მცდელობა მას 1953 წელს ქონდა. მეორე მცდელობა, პრო-ამერიკელი პრეზიდენტის ფულხენსიო ბატისტას ჩამოგდებით და კასტროს ხელისუფლებაში მოსვლით დასრულდა. კასტრომ ქვეყანაში სოციალისტური რეჟიმი დაამყარა, რომელიც ვაშინგტონის წინააღმდეგ იბრძოდა და საბჭოთა კავშირის მოკავშირე იყო. 2006 წელს, კასტრომ ხელისუფლება მის ძმას გადასცა, მიუხედავად ამისა, ის ბოლო დრომდე არაფორმალურად მართავდა ქვეყნას.

XS
SM
MD
LG