ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ: ხანძარი ბუნებრივი და არაბუნებრივი მიზეზებით არის გამოწვეული


ხანძარი ისრაელში

ხანძარი ისრაელში

ისრაელის სახანძრო დანაყოფები განაგრძნობენ ხანძართან ბრძოლას, რომელიც ჰაიფას გარეუბანში, ტყეს მოედო. ჰაიფა ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქია. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი ადგილის დატოვება ათი ათასობით ადამიანს მოუწია. ასობით სახლი განადგურდა და ათობით ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. მეხანძრეები უკვე მეოთხე დღეა ხანძარს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში ებრძვიან.

ხანძართან საბრძოლველად, ისრაელმა სამხედრო რეზერვისტები და პოლიცია ჩართო, სახანძროსთან ერთად. პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა ცეცხლის ხელოვნურად გაჩენის ბრალდებით. უსაფრთხოების სამსახურები აღნიშნულ საქმეს იძიებენ.

XS
SM
MD
LG