ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი დღეს არიზონაში ხვდება ამომრჩევლებს, დემოკრატი ჰილარი კლინტონი კი - პენსილვანიაში. მედიის ყურადღების ცენტრში ვირჯინიის შტატი იქნება, სადაც ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატები 8 ნოემბერს დანიშნულ არჩევნებამდე ერთადერთ დებატებს გამართავენ.

რესპუბლიკელი მაიკ პენსი და დემოკრატი ტიმ კეინი ერთმანეთს ლონგვუდის უნივერსიტეტში შეხვდებიან. რამდენიმე დღეში კი ტრამპი და კლინტონი მეორე დებატებს გამართავენ.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კანდიდატების მიერ ერთმანეთის კრიტიკა მძაფრდება. ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპის მიერ გადასახადების თავიდან აცილების მცდელობას აკრტიკიკებს, ტრამპი კი კლინტონის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობის დროს პერსონალური იმეილის გამოყენებას გმობს.

XS
SM
MD
LG