ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სამხრეთით მდებარე ლუიზიანის შტატში სტიქიური უბედურების შემდეგ გამწმენდი სამუშაოები დაიწყო. შენობების დასუფთავება-გარემონტების პარალელურად, ჯერ კიდევ გრძელდება სამაშველო სამუშაოები და დაკარგული ადამიანების ძებნა.

ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ შეფასებით, წყალდიდობა ლუიზიანაში ყველაზე დიდი სტიქიური უბედურებაა, რომელიც შეერთებულ შტატებს სუპერშტორმ „სენდის“ შემდეგ დაატყდა. დაღუპულია სულ ცოტა 13 ადამიანი და დაზიანებულია 60 ათასზე მეტი სახლი. ფედერალურ უწყებებს დახმარებისთვის 100 ათასზე მეტმა ლუიზიანელმა მიმართა.

XS
SM
MD
LG