ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათ ქვეყანაში ტერორისტული აქტი აღკვეთეს. დაკავებულია 7 ადამიანი. ისინი თბილისიდან სამხრეთით, სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის სომხეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის აფეთქების მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი.

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ შორის ხუთს ტერორიზმის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა და ამ საქმიანობაში სხვების დახმარება ედება ბრალად. მეექვსე ადამიანი დააკავეს იმიტომ, რომ მას კრიმინალური ქმედების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და სამართალდამცავებს არ შეატყობინა. მეშვიდე კი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, რომელიც უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით აიყვანეს.

XS
SM
MD
LG