ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილიამ ორი ამერიკელი ოლიმპიელი რეისიდან მოხსნა


ოლიმპიადიდან ბრაზილიიდან ამერიკაში გამგზავრებისას ადგილობრივმა პოლიციამ შეერთებული შტატების მოცურავეთა ნაკრების ორ წევრს გაფრენის უფლება არ მისცა. ოლიმპიური კომიტეტი ადასტურებს, რომ გუნარ ბენცი და ზაკ კონგერი რიო დე-ჟანეიროს აეროპორტში შემდგომი დაკითხვის მიზნით დააკავეს.

სპორტსმენები დაკითხვის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობას გააგრძელებენ. ნაკრების წევრებს ქვეყნის დატოვება ჯერჯერობით ეკრძალებათ. პოლიცია ამერიკელი მოცურავეების გაქურდვის ფაქტს იძიებს. ნაკრების სამმა წევრმა რამდენიმე დღის წინ ბრაზილიის პოლიციას შეატყობინა, რომ მათ ღამით პოლიციის ფორმაში გადაცმული შეიარაღებული პირი დაესხა თავს. მესამე დაზარალებული მოცურავეთა თანაგუნდელი ჯეიმს ფეიგენია, რომელიც ასევე ბრაზილიაში იმყოფება.

სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ამერიკელი მოცურავეების ჩვენებებში ბევრი წინააღმდეგობაა. მათ ეჭვი აქვთ, რომ სპორტსმენები ჩვენების მიცემისას ბოლომდე გულწრფელები არ იყვნენ. შესაბამისად, ადგილობრივმა მოსამართლემ მათი ქვეყნიდან გაშვების წინააღმდეგ ორდერი ერთი დღით ადრე, ოთხშაბათს გასცა.

XS
SM
MD
LG