ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს თურქეთის პოლიციამ დაპატიმრების 200-ზე მეტი ორდერი გასცა. დღესვე მოწყობილ რეიდებში 100-ზე მეტი დაწესებულება გაჩხრიკეს. პოლიცია ამერიკაში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირ ფეტულა გულენთან თურქეთის მოქალაქეების კავშირის დამადასტურებელ ნივთმტკიცებულებებს ეძებს. გულენს თურქეთის მთავრობა სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. თურქეთის ფინანსური პოლიცია რეიდებს თურქულ ბიზნესებშიც აწყობს და გულენის რელიგიურ მიმდინარეობასთან შესაძლო ფინანსურ ოპერაციებს ამოწმებს.

ამ მოვლენებს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის ხელისუფლების განცხადება, რომლის მიხედვითაც ციხეებიდან 38 ათას ადამიანს, რომელთაც 2 წლამდე პატიმრობის ვადა აქვთ დარჩენილი, პირობითი სასჯელით გამოუშვებენ. ხელისუფლების განმარტებით, ეს ნაბიჯი ციხეებში ადგილების გათავისუფლების მიზნით გადაიდგა.

XS
SM
MD
LG