ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ჰუმანიტარული ტვირთი ისევ ფერხდება


გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში შტეფან დე მისტურა აღშფოთებულია იმით, რომ ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტა ვერ ხერხდება, რაც ალყაშემორტყმულ რეგიონებში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას აფერხებს. დღეს ჟენევაში გამართული ყოველკვირეული შეხვედრა მან მოკლე დროში დაასრულა და გამოთქვა იმედი, რომ შემდეგი შეკრება “სურვილების და დაპირებების” ნაცვლად დისკუსიით და რეალური ქმედებით დამთავრდება.

გაეროს შეხვედრაზე, კრიტიკულად აუცილებელი ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების მიზნით, მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს ალეპოში ორდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვისკენ. შტეფან დე მისტურამ დამსწრეებს შეახსენა, რომ ხვალ მსოფლიოს ჰუმანიტართა დღეა, რომელიც სირიაში მხოლოდ ბრძოლებით, იერიშებით, კონტრშეტევებით, რაკეტებით, ჭურვებით, საჰაერო დაბომბვებით, ქიმიური იარაღით, სნაიპერებით და თვითმკვლელობებით აღინიშნება.

XS
SM
MD
LG