ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე გაცილებით ნაკლებად გავლენიან თანამდებობაზე გადაიყვანა. კრემლის პრეს-სამსახურმა დღეს პუტინის ბრძანება გამოაქვეყნა, რომლითაც „სერგეი ივანოვი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა“. კრემლის პრესცენტრის განცხადების თანახმად, ეს ადრე მომხდარი შეთანხმების შესაბამისად მოხდა.

ცვლილებების დანერგვა იმ დროს ემთხვევა, როცა რუსეთი ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებას ცდილობს და ქვეყნის პარლამენტის არჩევნებამდე სულ ერთი თვე რჩება. ამ გადაწყვეტილებას ივლისში წინ რეგიონული ლიდერების გადანაცვლება უძღოდა. პუტინმა ივანოვი ტრანსპორტის და გარემოს დაცვის სფეროში პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლად დანიშნა, რაც რუსეთში ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირისთვის სერიოზული ჩამოქვეითებაა.

XS
SM
MD
LG