ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აგვისტოს საპრეზიდენტო კამპანიის კიდევ ერთი ცხელი დღე


შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კამპანია გრძელდება. დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი ეკონომიკური პროგრამის წარდგენას აგრძელებს. რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი კი ყურადღებას საგარეო პოლიტიკაზე ამახვილებს და პრეზიდენტ ობამას დაჯგუფება ისლამური სახელწიფოს შემქმნელად ასახელებს.

ხუთშაბათს, ფლორიდის შტატში გამართულ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებამ ერაყიდან ჯარების გაყვანის შესახებ, ამ დაჯგუფების ჩამოყალიბება და შემდეგ მისი ზრდა და გავრცელება განაპირობა. დონალდ ტრამპს აღნიშნულ განცხადებაზე დღეს თავის მართლება მოუწია. მან უკვე განაცხადა, რომ მაშინ, როცა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ბარაკ ობამას მიერ შექმნაზე აკეთებდა განცხადებას, საუბარში სარკაზმს იყენებდა.

ჰილარი კლინტონი მიჩიგანში იმყოფებოდა და ეკონომიკური ცვლილებების განხორციელების გეგმებზე საუბრობდა. მან დონალდ ტრამპის ეკონომიკური ხედვებიც გააკრიტიკა და თქვა, რომ ოპონენტს არანაირი კონკრეტული წინადადება, ან ხედვა არ ჩამოუყალიბებია, რაც ოჯახებს მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

XS
SM
MD
LG