ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ რუსეთი ნამდვილად დგას დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტზე განხორციელებული თავდასხმების უკან. პელოსიმ ეს კომენტარი გუშინ გააკეთა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ მასშტაბური თავდასხმის შესასწავლად გამოძიება მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა კონგრესის რამდენიმე მაღალჩინოსანს რუსი ჰაკერების მიერ დემოკრატიული პარტიის კომპიუტერებზე თავდასხმის მცდელობის შესახებ აცნობეს. ობამას ადმინისტრაციას საჯაროდ არ განუცხადებია, რომ ამ თავდასხმების უკან რუსეთი დგას, თუმცა გამომძიებლები ადასტურებენ, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

XS
SM
MD
LG