ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი კიევს ყირიმში ჯაშუშების შეგზავნაში ადანაშაულებს


უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზთან. 10 აგვისტო, 2016 წ.

უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზთან. 10 აგვისტო, 2016 წ.

მოსკოვი უკრაინას ბრალს ყირიმის ნახევარკუნძულზე გაწვრთნილი ჯაშუშების შეგზავნაში და ყირიმის “კრიტიკული ინფრასტრუქტურის” ობიექტებზე დივერსიის მოწყობის მცდელობაში დებს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ ფაქტს ნორმანდიაში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზად ასახელებს.

უკრაინის ოფიციალური პირები საბოტაჟის მისიას წმინდა წყლის “ფანტაზიას” უწოდებენ და ფიქრობენ, რომ კრემლი აღნიშნულ ბრალდებას აღმოსავლეთ უკრაინაში ორწლიანი დაძაბულობის ესკალაციის წინაპირობად გამოიყენებს. პრორუსი სეპარატისტები, რომელთაც მოსკოვი უჭერს მხარს, ჯერ კიდევ აკონტროლებენ დონბასის რეგიონის დიდ ნაწილს, მათ შორის ისეთ ქალაქებს, როგორიცაა დონეცკი და ლუგანსკი.

რუსეთს ჯერ არ წარუდგენია ჯაშუშთა ჯგუფი, რომელიც ოფიციალური ვერსიით, ქალაქ არმიანსკის მახლობლად საბოტაჟის მცდელობის მომენტში დააკავა. ფე-ეს-ბემ ერთ-ერთი მათგანის ვინაობა გაამჟღავნა. ეს არის ევგენი პანოვი, ყოფილი უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც ოჯახის ცნობით, ყირიმის მოსაზღვრე ზაპოროჟიის ოლქში მეგობრის აგარაკზე ყოფნის შემდეგ, 6 აგვისტოდან გაუჩინარდა.

XS
SM
MD
LG